თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლული იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი, ნ.ც. მოკლული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცის ცხედარი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. მას სასიკვდილო ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

როგორც “კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები