უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე ეწეოდა.

2018-2019 წლის განვლილ პერიოდში, ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში – 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია – ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი მიიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები