აქციის მონაწილეები კინოთეატრ “ამირანში“ შეჭრას ცდილობენ – სავარაუდოდ, დაკავებულია რამდენიმე პირი

კინოთეატრ “ამირანთან”სადაც ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერაა დაგეგმილი, ვითარება დაიძაბა.
როგორც “კვირას” ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აქციის მონაწილეები, რომლებიც ჩვენებას აპროტესტებენ, კინოთეატრში შეღწევას ცდილობენ.
მისივე ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი.  სამართალდამცველებმა რამდენიმე პირი ადგილს გაარიდეს, თუმცა არსებული ინფორმაციით, არიან დაკავებულებიც.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქციაზე სროლა იყო, თუმცა როგორც გაირკვა, აქციაზე პიროტექნიკა გამოიყენეს.
​ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა ცოტა ხანში დაიწყება. კინოთეატრ “ამირანის” წინ დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები