ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხრჩვალი იპოვეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში ახალგაზრდა მამაკაცმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო.
არსებული ინფორმაციით, 22 წლის ახალგაზრდა სოფლის მიმდებარე ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს. რა გახდა სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით საქმე სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწლილით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები