სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში პოზიტიური წინსვლის იმედი მაქვს

საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მიერ გავრცელებულ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “twitter”-ზე გამოეხმაურა. ზურაბიშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში პოზიტიური წინსვლის იმედი აქვს.

“მივესალმები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების მოწოდებას საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით. ჩემს მიერ საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვის შემდეგ, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში პოზიტიური წინსვლის იმედი მაქვს,” – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, განცხადება 6 ნოემბერს გაავრცელეს და დე ფაქტო რეჟიმს ყველა გადასასვლელი პუნქტის დაუყოვნებლივ გახსნისკენ მოუწოდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები