მარიამ ჯაში მომხრეა, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის სამინისტრო გამოეყოს

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს გამოყოფას და ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას მიესალმება. ის იმედოვნებს, რომ აღნიშნული პროცესი მომავალ წელს დასრულდება.

„მე მხოლოდ მხარს დავუჭერ ამ გადაწყვეტილებას. როდესაც იხილებოდა ორი უწყების გაერთიანება, მე წინააღმდეგი ვიყავი და შესაბამისად, მხოლოდ მივესალმები კულტურის სამინისტროს ცალკე უწყებად ჩამოყალიბებას. მთავრობის დამტკიცების პროცესში გიორგი გახარიას მხრიდან გამოითქვა მზაობა, რომ კულტურის მიმართულების გამოყოფა მომხდარიყო. ვფიქრობ, ეს პროცესი 2020 წლის დასაწყისისთვის დასრულებული იქნება. ამას დასჭირდება საპარლამენტო მხარდაჭერა და მაქსიმალურად მზად ვართ, თანადგომა გამოვუცხადოთ ამ პროცესს”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

​მისივე თქმით, ის უწყების მომავალი მინისტრის შერჩევის პროცედურებში აქტიურად იქნება ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები