ლევან ჭოტორლიშვილი: ზაზა შათირიშვილმა ბიძინა ივანიშვილზე კარგი მონაკვეთი წაიკითხა, მაგრამ ოტია იოსელიანის მოგონებაში უფრო ფილოსოფიურადაა ახსნილი ქველმოქმედების იდეა

“ზაზა შათირიშვილმა ძალიან კარგი მონაკვეთი წაიკითხა წიგნიდან ბიძინა ივანიშვილზე, მაგრამ ამავე წიგნში, ოტია იოსელიანის მოგონებაში კიდე უფრო ფილოსოფიურად არის ახსნილი ქველმოქმედების მთავარი იდეა,”- ამის შესახებ ექსპერტი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოტია იოსელიანის წერილიდან ამონარიდს აქვეყნებს.

“კაცად ქცევის თაობაზე მოგახსენებთ და არა გაჭირვება-დალხინების თაობაზე. არა “მატერიალურზე“, არა წყალობაზე, თუნდაც ხელის გამართვაზე, რაც ხდება და ღრერთმა ნუ ქნას, არ მოხდეს. მაგრამ ეს თანადგომა გამორჩეულია, ღირსეული. ის მხარს უჭერს შენს და თავის საქვეყნო საქმეს და შენ… შენს გაჭირვება-დალხინებაზე ზრუნავს ქვეყნისთვის. ზრუნავს შენთან ერთად. რაკი ამ სოციალურ უბედურებაში მარტო შენ, შენი ნიჭისა და უნარის მიუხედავად, ვერ შეძლებდი და ამისთანა სიდუხჭირეში ამ ტვირთს ვერ აწევდი და მხარს გაშველებს, მხარს გიჭერს, მხარში გიდგას კაცი – კაცს. მადლობის თქმის ნებასაც არ გაძლევს. არ გაძლევს კი არა, თვითონაა მადლიერი, რომ მიეცი საბაბი, მოგშველებოდა და საქვეყნო საქმე შენთან ერთად გადაერჩინა. კაცს კაცთან, ტოლ-სწორს – ტოლ-სწორთან, მოამაგეს – მოამაგესთან, ღრმერთთან, სამშობლოსთან და კაცთან პირნათელმა კარგად იცის სახარება: “შენ თუ სიკეთე ჰქმენ და ამხილე, საზღაურიც მიიღე“. და ღვთით მადლმოსილი საზღაურს – ძეგლის დადგმას არ ითხოვს, “რასაცა გასცემ შენიას“ თუ კიდევ უმხილებლობის ღვთიური მადლით შემოსვა შეიძლებოდა, ეს რუსთაველსაც არ უბრძანებია“,- ნათქვამია ექსპერტის მიერ გამოქვეყნებულ ოტია იოსელიანის წერილის ამონარიდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები