მურთაზ ზოდელავა ომბუდსმენის განცხადებაზე: დარწმუნებული ვარ, გამოძიებით განსაკუთრებული შედეგები არ იქნება

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მურთაზ ზოდელავა მიიჩნევს, რომ სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ხასიათის შესაძლო დანაშაულებებზე გამოძიებით განსაკუთრებული შედეგები არ დადგება. აღნიშნულით ზოდელავა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას იმ მოთხოვნას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

“დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიებით არანაირი განსაკუთრებული შედეგები არ იქნება, მანამ სანამ ივანიშვილი არის საგამოძიებო უწყებების მაკონტროლებელი. ის, რომ ლომჯარია ამას საუბრობს, ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ ლომჯარია ალბათ ხვალ-ზეგ იმასაც მოითხოვს, რომ ხელისუფლების მონაწილეობასთან დაკავშირებითაც მოხდეს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება და გავიგოთ მაგალითად “ციანიდის საქმე” რამდენად გამართულია”, – აღნიშნა ზოდელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები