მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრად შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება თავად მაია მიმინოშვილი არ ადასტურებს.

მისი განცხადებით, ეს არის ცრუ ინფორმაცია და მას არანაირი საფუძველი არ აქვს.

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ განათლების მინისტრად მაია მიმინოშვილის კანდიდატურა განიხილება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა თანამდებობა დღეს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები