გია ვოლსკი: “ნაცმოძრაობის” სახით იყო რეჟიმი, რომელიც ეკლესიაში არსებულ გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა

“საეკლესიო სფეროშიც შეიძლება, არსებობს რაღაც გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არსებობდა რეჟიმი, რომელიც ამ გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი მამა შალვა კეკელიას განცხადებას.

მისი თქმით, არიან მღვდლები და დეკანოზები, რომლებიც თავიანთი საქმიანობით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს გამოხატავენ.

„საზოგადოებამ იმ ტრადიციას პატივი უნდა სცეს, რაც ეკლესიას საუკუნეების განმავლობაში მოაქვს. ამ სფეროშიც შეიძლება, არსებობს გადახვევები, რადგან საქმე ჩვეულებრივ ადამიანებთან გვაქვს. არსებობდა რეჟიმი, რომელიც ამ გადაცდომებს თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. რამხელა არის მასშტაბი და რამდენად დიდი იყო დაზიანება, ამაზე მონაცემები არ მაქვს. დამაჯერებელი მონაცემები მაქვს, რასაც ჰქვია ჩემი ნაცნობობა სასულიერო პირებთან და ურთიერთობები, რაც პოზიტიურის გარდა, არანაირ მოსაზრებას არ ტოვებს. არიან მღვდლები და დეკანოზები, მაღალი იერარქიის ადამიანები, ვინც თავისი საქმიანობითა და პიროვნული თვისებებით გამოხატავენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და მათ სადარაჯოზე დგანან“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისათვის, დეკანოზმა შალვა კეკელიამ გუშინ განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წინამძღვრები უცხოეთში მიჰყავდა და ასვენებდა, ხოლო შემდეგ ვიდეოს უღებდნენ. „როდესაც ციხის კადრები გავიდა, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, თუ მათ მხარს არ დავუჭერდით, ამ კადრებს აუცილებლად გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ“, – აღნიშნა მამა შალვა კეკელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები