“დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონი” პროგრამის „Crafting Futures“ პარტნიორთა ფორუმს მასპინძლობს

დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, 7 და 8 ნოემბერს ბრიტანეთის საბჭოს ახალი პროგრამის „Crafting Futures“ პარტიორთა ფორუმი გაიმართება, რომლის ფარგლებშიც თბილისს მონაწილეები დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ კავკასიიდან და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან ეწვევიან.

პროგრამის „Crafting Futures“ პარტიორთა ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითa და ხელოვნების საერთაშორისო ცენტრთან თანამშრომლობით ტარდება.
ფორუმზე პირველად შეიკრიბებიან ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „Crafting Futures“ პარტნიორები ბრიტანეთიდან, ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებიდან.

„Crafting Futures-ის“ მიზანია ხელი შეუწყოს მონაწილე ქვეყნების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ გაძლიერებას ტრადიციული რეწვის და ხელოსნობის სფეროში ცოდნის შეძენის და რესურსებზე წვდომის საშუალებით. პროგრამა გულისხმობს ტრადიციული რეწვის სექტორის განვითარების ხელშეწყობას მთელ მსოფლიოში და მონაწილე ქვეყნების ეკონომიკური და ინკლუზიური საზოგადოებრივი განვითარების ხელშეწყობას. ფორუმში მონაწილეობას იღებენ ტრადიციული რეწვის სფეროში დასაქმებული ოსტატები აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან.

ფორუმს რამდენიმე მიზანი აქვს, მათ შორის: დიდი ბრიტანეთის, სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ტრადიციული რეწვის ორგანიზაციებსა და პროფესიონალებს შორის კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება; ბრიტანული გამოცდილების გაზიარება ტრადიციული რეწვის განვითარების მიზნით; ამ რეგიონების ტრადიციული რეწვის ორგანიზაციებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა ერთმანეთის და ბრიტანული გამოცდილების გასაცნობად. ამ ფორუმით გვსურს „Crafting Futures“ ვაქციოთ თანამშრომლობების პლატფორმად, რომლის მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობებს გავაცნობთ როგორც პროფესიონალებს ისე ფართო საზოგადოებას.
“დიდი ბრიტანეთი საქართველო 2019 სეზონი – UK/Georgia 2019 – ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე განხორციელდება. UK/Georgia 2019 წარმოგიდგენთ თანამედროვე, მრავალფეროვან, გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთს თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ბრიტანული სეზონის განსაკუთრებული აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზეა მიმართული. გაიგეთ მეტი, ჰეშთეგის #UKGeorgia2019 გამოყენებით.

ბრიტანული სეზონი 2019 დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ, პარტნიორთა ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან Georgia Capital, Bank of Georgia, BP, Adjara Group და Wissol.

ფორუმი 7-8 ნოემბერს „ფაბრიკაში“ (ე. ნინოშვილის ქ. N8) გაიმართება. #UKGeorgia2019
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები