გია ვოლსკი: 7 ნოემბერი ერთ-ერთი თარიღია იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, 7 ნოემბერი ინდიკატორია იმის, თუ რა საფრთხეს შეიცავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკა. მისივე თქმით, მსგავსი ქმედებები ამ პოლიტიკური მოძრაობის ხელწერაა.

„7 ნოემბერი ერთ-ერთი თარიღია იმ დანაშაულებრივი ქმედებების, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ახასიათებდა. ეს არის მათი ხელწერა, რაც ამ პოლიტიკურ ძალას აქვს. საფრთხის შემცველია ეს პოლიტიკური ძალა განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელისუფლებაშია და ასეთი აქტების განხორციელების რესურსი გააჩნია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები