ეკონომიკის რომელი სექტორები გაიზარდა და შემცირდა – რას აჩვენებს საქსტატის მონაცემები

ოფიციალური სტატისტიკით მიმდინარე წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით ,ხოლო სექტემბერში 5.2 %-ით გაიზარდა.

საქსტატის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში შედარებით მაღალი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიცაა: ტრანსპორტი, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ასევე დამამუშავებელი დარგები.

როგორც “საქსტატის” აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძე აცხადებს, კლების ტენდენცია შეინიშნებოდა სამთო მოპოვებითი მრეწველობის, ასევე კომუნალური, პერსონალური და სოციალური მომსახურების გაწევის სექტორებში. 1.4 %-ით არის შემცირებული ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა. 3.3%-ით და 6.5 მლრდ დოლარამდეა შემცირებული იმპორტი. დაახლოებით 13%-ით არის შემცირებული ფერო სილიკო მანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი.

სამაგიეროდ 2.7 მლრდ დოლარი შეადგინა და 11.1%-ით გაიზარდა ექსპორტი. თოდაძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 9 თვეში 32%-ით არის გაზრდილი ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების საერთო ფართობი. გაიზარდა სასტუმროების და რესტორნების სექტორის ბრუნვა. თოდაძის განმარტებით, აღნიშნულ დარგში ბრუნვის მაღალი მაჩვენებელი პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობის ზრდასთან,
„დაახლოებით 2.8%-ით გაიზარდა აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
რუსეთიდან დაახლოებით 21%-ით შემცირების ტენდენცია ფიქსირდება და დაახლოებით 38%-ით შემცირდა ვიზიტების რაოდენობა ირანიდან, თუმცა სომხეთიდან და თურქეთიდან დაახლოებით 8-8%-ით გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა, ასევე აზერბაიჯანიდან – დაახლოებით 5%-ით, ხოლო ყაზახეთიდან დაახლოებით 71%-იანი ზრდა შეინიშნება, ასევე ისრაელიდან 31%-ით და უკრაინიდან 28%-ით“-, აცხადებს თოდაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები