ვახტანგ გომელაური კიბერშეტევაზე: უსაფრთხოების სამსახური და შს სამინისტრო ერთობლივად მუშაობს
კიბერშეტევა ყველა ქვეყანაში ხდება დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოს ვებპორტალებზე განხორციელებული კობერშეევების შესახებ სუბრისას განაცხადა.
„კიბერშეტევა ყველა ქვეყანაში ხდება დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბრიტანეთი, ევროპული ქვეყნები. კიბერშეტევა ოცდამეერთე საუკუნის ერთ-ერთი მძიმე მიმართულებაა. იყო შეტევა, უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად მუშაობს. ასევე ჩართულები არიან პარტნიორები, საზღვარგარეთიდან ჩვენი მეგობრები და ვფიქრობთ, გავლენ ბოლოში და დადგინდება. რაც შეხება იმას დაცული იყო თუ არა, ძალიან სერიოზული ქვეყნების უმაღლესი სტრუქტურების ვებგვერდებს ტეხენ და შედიან “,- აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
საქართველოში მასშტაბური კიბერშეტევა 28 ოქტომბერს განხორციელდა. პრობლემები შეექმნა ასობით საიტს, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდა.
განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემების ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.