სოფო კილაძემ შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ, შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა.

შეხვედრაზე საუბარი ორი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობას და სამომავლო პარტნიორობას შეეხო. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, შვედეთის ელჩს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ისაუბრეს “ბავშვის უფლებათა კოდექსის” იმპლემენტაციისა და კომიტეტის საქმიანობის შესახებ.

თავის მხრივ, შვედეთის ელჩმა, ულრიკ ტიდესტრომმა აღნიშნა, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ სერიოზული პროგრესი გვაქვს სახეზე და შვედეთი მომავალშიც განაგრძობს სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის განხორციელებას, რომელიც მიმართული იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციისკენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები