ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს

მსოფლიოს მასშტაბით ისრაელის საელჩოების მუშაობის შეჩერების ფონზე, ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

უწყებაში განმარტეს, რომ რაიმე ცვლილების შემთხვევაში, დამატებთი ინფორმაცია მოქალაქეებს დაუყოვნებლივ ეცნობებათ.

დღეიდან, 30 ოქტომბრიდან, ისრაელის საელჩოები მსოფლიო მასშტაბით, მათ შორის საქართველოში, მუშაობას აჩერებენ.

ამის მიზეზი ისრაელის საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შრომითი კომიტეტების გაფიცვა გახდა.
კომიტეტის წარმომადგენლების თქმით, ეს ქმედება ერთადერთია იმ გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომელიც ქვეყნის ფინანსთა სამინისტრომ მიიღო, კერძოდ, მსოფლიოში დიპლომატებისა და წარმომადგენლობების ხარჯის შემცირებასთან დაკავშირებით.
როდის შეწყდება გაფიცვა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები