“ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შანსი აქვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდგომ მთავრობა მარტომ დააკომპლექტოს”

“ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შანსი აქვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდგომ მთავრობა მარტომ დააკომპლექტოს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
“ბუნებრივია რომ ყველა პოლიტიკური ძალისთვის არჩევნებში არის ამოცანა, რომ მაქსიმალურ მხარდაჭერას მიაღწიოს. ჩვენთვისაც ბუნებრივია ეს არის ამოცანა და “ქართული ოცნება” არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც აქვს იმის შანსი, რომ მარტომ დააკომპლექტოს მთავრობა 2020 წლის არჩევნების შემდგომ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ საარჩევნო სისტემა იცვლება ბუნებრივია, ეს ამოცანა ბევრად უფრო გართულებულია და ბუნებრივია რომ პოლიტიკური კონკურენცია ბევრად უფრო მაღალი იქნება. დანარჩენი უკვე შედეგი როგორ დადგება ერთი წლის თავზე, ამის ზუსტად და გადაჭრით თქმა ცოტა სპეკულაციური მგონია”, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები