კონგოს პრეზიდენტის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

სატვირთო თვითმფრინავი AN-72, რომელიც კონგოს პრეზიდენტის გადაყვანას უზრუნველყოფდა, ქვეყნის აღმოსავლეთით რადარებიდან გაქრა.

არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავში 8 ადამიანი იმყოფებოდა.

როგორც მედიას კონგოს სამოქალაქო ავიაციის სამმართველოში განუცხადეს, თვითმფრინავი გომას აეროპორტიდან კინშასაში მიფრინავდა, გაფრენიდან ერთი საათის შემდეგ მასთან კავშირი გაწყდა.

გამოცემა Actualite-ის ინფორმაციით, მგზავრებს შორის იყვნენ კონგოს პრეზიდენტის დაცვის სამი წევრი, ასევე მისი პირადი მძღოლი.

თუმცა, გამოცემა პრეზიდენტის გარემოცვაში დაყრდნობით იტყობინება, რომ მგზავრთა რაოდენობა, შესაძლოა გაცილებით მეტი ყოფილიყო.

ამჟამად სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები