“აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია და ეს არაერთხელ დამტკიცდა” – გურამ მაჭარაშვილი

“აზერბაიჯანი საქართველოს მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია და ეს არაერთხელ დამტკიცდა”, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.

“განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როცა მსოფლიოსა და რეგიონში დიდი გამოწვევაა, დავინახეთ, რომ შუა დერეფნის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, სადაც, რა თქმა უნდა, საქართველო მონაწილეობს. აზერბაიჯანი შუა დერეფანში მთავარ ფორმატს ქმნის, მნიშვნელოვანი მონაწილეა. კარგია, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის ასეთი სახის პარტნიორობაა, რომელიც მზარდია. პრეზიდენტ ალიევის განცხადება, რომ შუა დერეფანში საქართველოს დიდი როლი აქვს, იმას ამტკიცებს, რომ შუა დერეფანში საქართველო მომავალშიც უფრო მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი იქნება“, – განმარტა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები