გერმანიაში სინაგოგასთან მომხდარი სროლის შემდეგ, აეროპორტებსა და სადგურებში კონტროლი გამკაცრდა

გერმანიის პოლიციამ საქსონიის, თიურინგიის და საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებში, აეროპორტებსა და სადგურებზე კონტროლი გაამკაცრა.

ამის მიზეზი ქალაქ ჰალეში მდებარე სინაგოგასთან სროლა გახდა, რომლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა.
გარდა ამისა გაძლიერებული კონტროლი პოლონეთისა და ჩეხეთის სატრანსპორტო მარშრუტებზე.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი, სავარაუდოდ ორი პირია, მათ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლეს.

სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები