საქართველო და უკრაინა მაღალი რანგის ვიზიტებს ამზადებენ

საქართველოს და უკრაინას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება სურთ და მაღალი რანგის ვიზიტების განხორციელებაზე მუშაობენ.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი ავრცელებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვასილი ბოდნარი უკრაინაში საქართველოს ელჩს თეიმურაზ შარაშენიძეს შეხვდა.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა ყურადღება “საქართველო-უკრაინის თანამშრომლობის პოლიტიკური და ეკონომიკური შემადგენლის პრაქტიკული მხარის შევსებაზე ისაუბრეს, კერძოდ, ისაუბრეს მაღალი რანგის ვიზიტების მომზადებაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომის მომზადებაზე, ასევე საგარეოპოლიტიკური უწყებების დონეზე ურთიერთქმედებაზე.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები სუამის ეფექტურობის ამაღლების გზებზე და საერთაშორისო არენაზე მის როლთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ქართულ მხარეს მიაწოდეს ინფორმაცია დონბასში ბოლო დროს შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე უკრაინული მხარის უკანასკნელი ინიციატივების შესახებ, რომელიც რუსეთთან შეიარაღებული კონფლიქტის დარეგულირებას შეეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები