ბაია პატარაია: მოვუწოდებ თადუმაძეს, თამთა თოდაძის პროკურორს მისცეს მუშაობის საშუალება

ქალთა უფლებადამცველი ბაია პატარაია საქართველოს გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს მოუწოდებს, გამოძიების ჩატარების საშუალება მისცეს თამთა თოდაძის საქმის პროკურორს.

მისი თქმით, პროკურატურა არის სრულიად უმოქმედოდ, ვინაიდან არსებობს საკმარისი მტკიცებულებები დეპუტატ ილია ჯიშკარიანზე ბრალის წასაყენებლად თანამშრომელზე სექსუალური ძალადობის ფაქტზე.

“პროკურატურა არის სრულიად უმოქმედოდ და გაჩერებული. არსებობს საქმეში საკმარისი მტკიცებულება, რომ ბრალი წაუყენონ ადამიანს, მაგრამ ამას პროკურატურა არ აკეთებს. მე მინდა მივმართო თადუმაძეს, მისცეს პროკურორს მუშაობის საშუალება. მე დარწმუნებული ვარ, ეს საქმე წყდება მთავარი პროკურორის დონეზე და ხელოვნურად არის გაჩერებული”, – განაცხადა ბაია ბატარაიამ.

ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ეს საქმე ჩაიფარცხოს – აცხადებს ბატარაია და 7 საათზე მთავარ პროკურატურასთან საპროტესტო აქციას აანონსებს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების დეპუტატს ილია ჯიშკარიანს თანამშრომელი, თამთა თოდაძე, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები