თორნიკე რიჟვაძე: ის პრობლემები, რაც ხალხს აწუხებს, უნდა გადავჭრათ ოპერატიულად, თითოეული საჯარო მოხელის ჩართულობით

ჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხელვაჩაურში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა. თორნიკე რიჟვაძე, მუნიციპალიტეტის მერთან და მინისტრებთან ერთად ადგილობრივების მოთხოვნებს სოფლებში გაეცნო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად მოისმინა საკითხები და მინისტრებთან ერთად გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
მთავრობის თავმჯდომარე მოსახლეობას პრობლემების უმოკლეს ვადაში გადაჭრას დაჰპირდა. ასევე თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივებს პირობა მისცა, რომ შესრულებულ საქმეს პირადად გააკონტროლებს და მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრებს ისევ გამართავს.
“აქტიურად ვაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს. ყველაზე დიდი პრივილეგია, რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს გვაქვს, არის ხალხის სამსახური ყოფნა. ამიტომ, მნიშვნელოვანია როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდში შეხვედრები მოსახლეობასთან იყოს რეგულარული.
ძალიან ბევრი მიმართულებით ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგები, იქნება ეს ჯანდაცვა, იქნება ეს განათლება, ზოგადად, ინფრასტრუქტურული პროექტები. პრაქტიკულად, აჭარაში 2 წლის თავზე ჩვენ არ გვექნება არცერთი სოფელი, არცერთი დაბა თანამედროვე წყალმომარაგების, წყალარინების და გზის გარეშე.
ამის პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ ის მიმდინარე საკითხები, რომლებიც ხალხს აწუხებს, გადავჭრათ ოპერატიულად და ამაში იყოს ჩართული ხელისუფლების ყველა შტო, თითოეული საჯარო მოხელე. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს პრობლემები ეტაპობრივად გადავჭრათ და გავითვალისწინოთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებისას“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები