მედლინ მუნი: ჩამოვედით, რათა ვნახოთ საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები და სამხედრო მზადყოფნა

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მედლინ მუნის განცხადბეით, ალიანსი საქართველოს სამხედრო შესაძლებლობებს და სამხედრო მზადყოფნას აკვირდება.
ამის შესახებ მუნმა თბილსიში, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა. კიდევ ერთი ამოცანაა, შევხედოთ მთელი საზოგადოების მზაობას.
„საქართველოში ჩამოვედით, რათა ვნახოთ სამხედრო შესაძლებლობები და სამხედრო მზადყოფნა, ეს არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კომპონენტი. ეს კი ნიშნავს თავისუფალ და სამართლიან პოლიტიკურ სისტემას, რადგან პოლიტიკური შესაძლებლობები ისეთ პირობებში, როდესაც საარჩევნო სისტემა არ არის ღია, სამართლიანი და თავისუფალი, თქვენთვის სასარგებლო არ არის. რუსებს ძალიან ძლიერი სამხედრო სისტემა აქვთ, მაგრამ საარჩევნო სისტემა კორუმპირებულია. ჩვენ გვჭირდება იმის ცოდნა, რომ სასამართლო სისტემა შესაბამისად მუშაობს და არის თავისუფალი, სამართლიანი. არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა ქვეყანა ხართ, თუ ძველი სახელმწიფო, თქვენი სასამართლო სისტემის ხარისხს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს“, – აღნიშნა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, უნდა ვიცოდეთ, როგორ მუშაობს სოციალური სექტორი, უზრუნველყოფს თუ არა კრიტიკულ, დამოუკიდებელ კონტენტს საზოგადოებისთვის და მთავრობისთვის, ხდის თუ არის ხელისუფლებას ანგარიშვალდებულს, სვამს თუ არა ის კითხვებს, ესაუბრება თუ არა ხალხს.
“უნდა ვიცოდეთ პასუხები. შესყიდვები და კორუფცია ყოველთვის ერთმანეთთან არის დაკავშირებული, ესეც არის ის საკითხები, რომელსაც ვაკვირდებით. მედიაც ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია დემოკრატიის გაძლიერებისთვის. მედიის მიუკერძოებლობა და მისი სწრაფვა, ეძიოს სიმართლე, არის ის, ასევე რასაც ჩვენ ვუყურებთ“, – განაცხადა მუნმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები