დავით გარეჯთან დაკავშირებით ექსპერტების მორიგი შეხვედრა სექტემბრის ბოლომდე გაიმართება

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხზე საექსპერტო შეხვედრის მეორე რაუნდი სექტემბრის ბოლომდე გაიმართება.
ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.
„მუშაობა გრძელდება. საექსპერტო შეხვედრის მეორე რაუნდს სექტემბრის ბოლომდე გავმართავთ, რომლის შედეგადაც მივიღებთ გადაწყვეტილებას დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ თბილისში მორიგი სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა დიპლომატმა.
მისი თქმით, ექსპერტების შეხვედრის პირველ ეტაპზე, რომელიც 19-23 აგვისტოს შედგა, მხარეებმა ცალკეული მონაკვეთები დაათვალიერეს.
„პირველ ეტაპზე სადავო მონაკვეთების ნახევარზე მუშაობა დავასრულეთ“,-განმარტა ხალაფოვმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები