სეს-ი ცხოველთა სასაკლაოებს ამოწმებს – მიმდინარე წელს 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა მიმდინარე თვეში ცხოველთა სასაკლაოები ქვემო ქართლის რეგიონში შეამოწმეს.
ინსპექტირებისას 4 ობიექტზე (შპს “ანგელი”, შპს “ალალი 2015”, შპს “ფენიქს მით ენდ ფოლთრი”, ი/მ ხაიალ ქარიმოვი) აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ. სეს-ის ინფორმაციით, სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ, ორ სასაკლაოს – შპს “ანგელს” და ი/მ ხაიალ ქარიმოვს საწარმოო პროცესი უკვე აღუდგა.
​ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებში კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. წელს 290 სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა, რის შედეგადაც 31 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.
​იმისათვის, რომ სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული ხორცი და ხორცპროდუქტები უვნებელი იყოს, აუცილებელია ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოები აკმაყოფილებდეს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს და მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარიულ-ჰიგიენული მდგომარეობა.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და დარღვევების შესახებ პერიოდულად ეცნობება საზოგადოებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები