გიორგი ჩოგოვაძე: აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნება

აშშ-სთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკურითანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება, – ამის შესახებ ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა, გიორგი ჩოგოვააძემ განაცხადა.

გიორგი ჩოგოვაძე ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომელსაც მინისტრი ნათია თურნავა ხელმძღვანელობს, დღეს ჩიკაგოში ამერიკის უმსხვილეს ავიაკომპანია UNITED AIRLINES-შეხვდება.

გიორგი ჩოგოვაძის შეფასებით, რეგიონის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, სადაც უკანასკნელ წლებში საავიაციო ბაზარი უპრეცედენტოდ სწრაფად განვითარდა. ბოლო 6 წლის განმავლობაში ზრდის ტემპი 24 % გაიზარდა. 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო.

,,შეერთებულ შტატებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყება ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით კიდევ ერთი წინგადადგმული პოზიტიური ნაბიჯი იქნება. ჩვენი დელეგაცია ამ ვიზიტისთვის რამდენიმე თვეა ემზადება.მინისტრმანათია თურნავამ ამის შესახებ ჯერ კიდევ აგვისტოს ბოლოს დაანონსა. დღეს, ჩიკაგოში ვხვდებით ამერიკის უმსხვილეს ავიაგადამზიდავს,UNITED AIRLINES, რომელიცSTAR ALLIANCE ერთ-ერთი დამფუძნებელია. შემდეგ კი უკვე ატლანტაში მეორე ამერიკულ გიგანტთან – DElTA AIRLINES-სთან გავმართავთ მოლაპარაკებებს. DElTA AIRLINESავიაფლოტის სიდიდით, მგზავრთა გადაყვანის კუთხითა და მიმართულებების რაოდენობის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიაა, – ” განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

UNITED AIRLINES შეერთებული შტატების ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც American Airlines-ის მსგავსად, 1926 წელს დაარსდა. UNITED AIRLINESმსოფლიოში პირველი ავიაკომპანია იყო, რომელმაც სხვადასხვა სერვისი, მათ შორის, ბორტგამცილებლის თანამდებობა თავის საჰაერო ხომალდებზე პირველმა დანერგა.

,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორის განცხადებით, 2018 წელს საქართველოს აეროპორტები 5,033,119 მგზავრს მოემსახურნენ, რაც თითქმის 4 ჯერ მეტია ვიდრე ეს 7 წლის წინ იყო. სხვადასხვა ფაქტორებთან ერთად, ქვეყნის საავიაციო ბაზრისადმი ინტერესის გაზრდას ხელი შეუწყოსაქართველოს მხრიდან სამოქალაქო ავიაციის სფეროში განხორციელებულმა ლიბერალურმა პოლიტიკამ, პირდაპირი რეისების განხორციელებამ და ახალი ავიაკომპანიების შემოსვლამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები