ირაკლი ღარიბაშვილი: უფრო ბევრს გავაკეთებთ, რათა ჩვენი საამაყო თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი
ქვენი გვერდში დგომით ჩვენი ჯარი, საამაყო თავდაცვის ძალები გახდება კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ლევან იზორიას საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა.
„მინდა, სიტყვა დავიწყო ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიასთვის მადლიერებისა და მადლობის გამოხატვით. მინდა, მას მადლობა გადავუხადო ძალიან ნაყოფიერი მუშაობისთვის, რომელიც გასწია თითქმის სამი წლის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროში. მას და მის გუნდს ვუსურვებ წარმატებას. რაც მოვისმინე, ძალიან ბევრი გააკეთა ამ სამინისტროში“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილს ოთხი კომიტეტის გაერთიანებული სხდომაზე მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფარგლებში უსმენენ.
„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები საკომიტეტო მოსმენებს არც დღეს ესწრებიან.