რატომ უფასურდება ლარი – კობა გვენეტაძის განმარტება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე იმ მიზეზებს განმარტავს, რამაც ლარის გაუფასურებას შეუწყო ხელი.
გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ვალუტის გაუფასურების მთავარი მიზეზი ნეგატიური მოლოდინებია. მისი თქმით, ძირითადი მიზეზი მაინც მოლოდინები იყო, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო შეიქმნა.
“თავიდანვე განვაცხადეთ, რომ საგარეო შოკი საქართველოსთვის გამოიხატა ავიასანქციების და სხვა შესაძლო ფორმალური თუ არაფორმალური სავაჭრო სანქციების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, რამაც კურსის გაუფასურების მოლოდინი გააჩინა.
როდესაც გავრცელდა ეს ინფორმაცია, ისინი, ვისაც უცხოური ვალუტა ჰქონდათ გასაყიდი, თავს იკავებდნენ გაყიდვისგან უფრო მაღალი კურსის მოლოდინით. ხოლო უცხოური ვალუტის მყიდველები, მომავალში კურსის გაუფასურების შიშით უფრო აქტიურად იწყებდნენ შესყიდვებს, რამაც შექმნა მოლოდინი, რომ კურსი გაუფასურდებოდა.
ამავე დროს არ დაგვავიწყდეს ერთი რამ, რომ მცურავი გაცვლითი კურსი არის ზუსტად ის გაცვლითი კურსი, რომელიც ასეთ შოკებზე აკეთებს რეაგირებას და შოკებს შთანთქავს. და როგორ აკეთებს ამას?
ჩვენ ვხედავთ, რომ კურსის გაუფასურების პარალელურად მცირდება მოთხოვნა იმპორტზე, რის შედეგადაც სავაჭრო ბალანსი იმაზე უფრო მეტად უმჯობესდება, ვიდრე ეს მანამდე იყო პროგნოზირებული. ასე რომ, გარკვეულწილად ეს აბალანსებს იმ დანაკლისს ტურიზმის შემოსავლებში, რომლებიც ექნება ქვეყანას”,- აცხადებს გვენეტაძე.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსაზრებით, იმის გამო, რომ ქვეყნის სავაჭრო ბალანსი უმჯობესდება, ამან პოზიტიურად უნდა იმოქმედოს გაცვლითი კურსის მომავალ დინამიკაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები