არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ვერ ჩაერევა და არ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებასა და მის კომპეტენციაში

“პარლამენტი ვერ ჩაერევა და არ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში და მის კომპეტენციაში”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც მან პრეზიდენტის მიერ პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულის შეწყალებაზე საუბრისას თქვა, კომისიას რომელმაც ამ საკითხზე იმუშავა, თავისი არგუმენტაცია ექნება.
„შეწყალება არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება. იქიდან გამომდინარე, რომ სახელისუფლებო ინსტიტუტები და ხელისუფლების შტოები არის ერთმანეთისგან მკაფიოდ გამიჯნული ჩვენი ხელისუფლების პირობებში, ბუნებრივია, პარლამენტი ვერ ჩაერევა და არ ჩაერევა პრეზიდენტის უფლებამოსილებაში და მის კომპეტენციაში. ეს იყო მისი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ მას თავისი არგუმენტაცია ექნება ამასთან დაკავშირებით, კერძოდ იმ კომისიას, ვინც შეწყალების საქმესთან დაკავშირებით იმუშავა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 პატიმარი შეიწყალა, მათ შორის, პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები