იუსტიციის საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მიერ მიღებული ქულების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს წევრებმა კანდიდატების კეთილსინდისიერება და კომპეტენცია შეაფასეს.

იუსტიციის საბჭოში 4 სექტემბერს, 13:00 საათზე გაიმართება კენჭისყრა, რომელზეც პარლამენტისთვის წარსადგენი 20 კანდიდატი გაირკვევა. კენჭისყრა ფარული იქნება.

ქულათა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები