თამარ ჩუგოშვილი: რუსეთი 11 წელია, მარტოა დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში

რუსეთი 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში, – ასე პასუხობს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებას, რომ „აფხაზეთის საერთაშორისო აღიარების პროცესი შეუქცევადია“.
„რუსეთი უკვე 11 წელია, მარტო არის დარჩენილი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაში. მას მხოლოდ რამდენიმე, მათ მიერ სრულიად კონტროლირებადი რეჟიმი აჰყვა, როგორებიც არის სირია, ვენესუელა და ა.შ. არავინ მსოფლიოდან, არც ერთი ქვეყანა არ აჰყვა მათ და შეუერთდა რუსეთის მცდელობებს და არ მოექცა რუსეთის ზეწოლის ქვეშ, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების, აღიარება მომხდარიყო. პირიქით, პროცესი არის საპირისპირო, ჩვენ ვხედავთ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც ძალიან მყარად დგანან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად“, –განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები