თბილისის N51 საჯარო სკოლის დირექტორმა თანამდებობა დატოვა

0

თბილისის N51 საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა თურქაძემ თანამდებობა დატოვა.
როგორც „კვირას“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, თურქაძემ, შესაბამისი შინაარსის განცხადებით, სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართა, საბჭომ კი მისი განცხადება დააკმაყოფილა.
ამასთან, უწყებისთვის უცნობია, რა გახდა ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი, რადგან ეს “სკოლის შიდა საკითხია“.
აღსანიშნავია, რომ N51 საჯარო სკოლის მოსწავლეები – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2018 წლის მიწურულს ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაიღუპნენ.

კომენტარები

კომენტარი