თორნიკე რიჟვაძე: ჩვენი ხელისუფლების განცხადებული პრიორიტეტი მწვანე ეკონომიკაა

0

ბათუმი საქართველოს მეორე ქალაქია, სადაც 22 აგვისტოდან ელექტრო მობილების გაზიარების სერვისით სარგებლობა იქნება შესაძლებელი. ბათუმის ბულვარში პროექტის პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მოსახლეობასთან ერთად დაესწრნენ.

„ჩვენი ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტი არის მწვანე ეკონომიკა. მწვანე ეკონომიკის მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ეს არის მომავლის ეკონომიკა, ეს არის ის ეკონომიკა, რომელიც ბოლომდე ჩვენი ქვეყნის პოტენციალის გამოყენებით, კიდევ უფრო უკეთესი გახადოს ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება. მინდა მადლობა გადავუხადო კომპანიის წარმომადგენლებს, მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ პრემიერს მხარდაჭერისთვის.”-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, “აიქარმა” ბათუმში 20 ერთეული Renault – ის მარკის Zoe-ს მოდელის ელექტრომობილი შემოიყვანა. სერვისის გასამართად ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე 8, ქობულეთში კი – 2 ელექტროგასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა.

ელექტრო მობილებით გადაადგილება სარფი – ურეკის არეალში იქნება შესაძლებელი. მათი დაჯავშნა და დატოვება კი, მხოლოდ ბათუმში არსებულ პარკინგის ზონაში.

წლის ბოლომდე თბილისსა და ბათუმში უკვე არსებულ ელექტრო გასამართ სადგურებს რამდენიმე ათეული დაემატება და მათი რაოდენობა 300-მდე გაიზრდება.

კომენტარები

კომენტარი