ნინო შუბლაძე: ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯები
გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანია “რუსთავი2 -ის” საინფორმაციო სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ნინო შუბლაძე იქნება, თავად შუბლაძე ეხმაურება.
როგორც ის ადასტურებს, შეთავაზება მართლაც ჰქონდა, თუმცა აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
“სალამი ყველას, სახედაკარგულებსაც!
პირველ ყოვლისა, დავიწყებ იმით, რომ არ მიმიღია გადაწყვეტილება მედიაში და, კერძოდ, “რუსთავი2-ში” დაბრუნების თაობაზე. შემოთავაზება მივიღე მხოლოდ …
მეორე დღეა, ვუყურებ სრულ ისტერიკას …ოდესმე ამ შოკიდანაც, ალბათ, გამოვალ …
ენას ძვალი არ აქვს, თუმცა ვინც მიცნობს, ზუსტად იცის, არასოდეს არც მორალურ ზღვარს გადამიბიჯებია ადამიანებთან, ჩემს კოლეგებთან ურთიერთობაში მიუხედავად იმისა, რომ მარტივი წლები არ გაგვივლია ერთად … არც ახლა გადავალ ამ ზღვარს….
ამიფეთქდა ტელეფონი – თქვენი პიროვნული გამხნევება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო
პ.ს. როგორც ჩემმა დამ მითხრა – საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს ….”, – წერს ნინო შუბლაძე.