დიმიტრი ცქიტიშვილი: ჟურნალისტები ბულინგის მსხვერპლნი არიან, ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აშანტაჟებს და არცხვენს მათ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია უხეშად აბულინგებს და აშანტაჟებს არხის თანამშრომლებს.
როგორც მან აღნიშნა, ტელეკომპანიის დამოუკიდებლობას ჟურნალისტები განაპირობებენ და არა – ადმინისტრაცია.
„ამ კომპანიის მთავარი რეზუსი, ძალა და სიტყვის თავისუფლება გამომდინარეობს იმ ჟურნალისტური კორპუსიდან, იმ ჯგუფიდან, რომელიც იქ საქმიანობდა. მთავრი გარანტი სიტყვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ამ არხზე იქნება არა დირექცია, რომელმაც ნეგატივისკენ წაიყვანა ამ არხის რეპუტაცია, არამედ ის ჟურნალისტები, რომლებმაც წლების განმავლობაში შექმნეს ეს არხი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ თავად ეს ჟურნალისტები უზრუნველყოფენ დამოუკიდებლობას, მიუკერძოებულობასა და სამართლიან სიტყვას ამ კომპანიაში და არა – სალია ან ვინმე სხვა მფლობელი. ჟურნალისტები, ცოტა არ იყოს, ბულინგის მსხვერპლნიც არიან, რადგან ყოფილი ხელმძღვანელი უხეშად აბულინგებს, აშანტაჟებს და არცხვენს. რატომღაც გონია, რომ თუ ისინი დარჩებიან კომპანიაში, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ემსახურებოდნენ, იქნებიან მოღალატეები. საკითხის ასე დაყენება არ არის სწორი. ტელევიზიის დამოუკიდებლობა დამოკიდებულია არა ადმინისტრაციაზე, არამედ – მის ჟურნალისტებზე“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები