გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა.
შეხვედრას კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გოჩა ლორთქიფანიძისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანლის, ნატალია ჯალიაშვილის მიმართვებით გაიხსნა.
როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სხდომის მონაწილეებს გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე სამთავრობო სამოქმედო გეგმების შესრულების ერთი წლის ანგარიში წარედგინა.
შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი – გუგული მაღრაძე და მონაწილეებს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ განხორციელებული და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ყურადღება გაამახვილა გენდერული თანასწორობის შესახებ სახელმწიფოს ახალ კონცეფციაზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე, განათლებასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებსა და ინფრასტრუქტურის მნიშვნელობაზე ქალების ეკონომიკური გაძლიერების კუთხით.
​კომისიამ სამი თვის განმავლობაში სამუშაო პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგინა და გეგმის მონახაზიც დაამტკიცა. სამომავლო საქმიანობა, სხვა საკითხებთან ერთად, სტამბოლის კონვენციის შესრულების ანგარიშზე მუშაობის დაწყებას, ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საკომუნიკაციო კამპანიის განხორციელების პროცესს, ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებასა და უწყებათაშორისი კომისიის მუშაობაში სამოქალაქო სექტორის მონაწილეობისთვის საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები