რაგბის 7 გულშემატკივარი “თიბისისა” და “მასტერქარდისგან” იაპონიის მსოფლიო თასის საგზურებით დასაჩუქრდება!

#შეერკინემსიოფლიოს
31 აგვისტოს ბორის პაიჭაძის ეროვნულ სტადიონზე “თიბისი” რაგბი სერიების ფარგლებში საქართველო-შოტლანდიის მატჩი გაიმართება. შოტლანდიასთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის სამშობლოში ბოლო მატჩია მსოფლიო თასზე, იაპონიაში გამგზავრებამდე. თამაში განსაკუთრებულია იმითაც, რომ სტადიონზე “თიბისისა” და “მასტერქარდის” რამდენიმეთვიანი კამპანია გამარჯვებულების გამოვლენით დასრულდება. თამაშზე რაგბის 7 გულშემატკივარი იაპონიის საგზურებით დასაჩუქრდება. ორკაციანი საგზური, რომელიც თითოეულ გამარჯვებულს გადაეცემა, მოიცავს ფრენას, სასტუმროს, შიდა გადაადგილებასა და მატჩზე დასასწრებ ბილეთებს.
კამპანიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც საქართველო-შოტლანდიის თამაშზე დასასწრებ ბილეთებს “თიბისის” ნებისმიერი “მასტერქარდის” ბარათით tkt.ge-ზე შეიძენს! აქცია 30 აგვისტოს, 20:00 საათზე სრულდება.
რაგბის მსოფლიო თასი 2019 რიგით მეცხრე მსოფლიო ჩემპიონატია, რომელიც წელს პირველად ჩატარდება აზიაში. ჩემპიონატი 20 სექტემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 2 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ზედიზედ უკვე მეხუთედ ასპარეზობს. მორაგბეები D ჯგუფში უელსის, ურუგვაის, ფიჯისა და ავსტრალიის ეროვნულ გუნდებთან ერთად ითამაშებენ.
ბორჯღალოსნების განრიგი ასეთია:
23 სექტემბერი – უელსი-საქართველო
29 სექტემბერი – საქართველო-ურუგვაი
3 ოქტომბერი – საქართველო-ფიჯი
11 ოქტომბერი – საქართველო ავსტრალია
მსოფლიო თასის სრული განრიგი იხილეთ ბმულზე: http://site.rugby.ge/ka-GE/2019-MSOFLIO/
#რაგბიჩვენითამაშია
​R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები