23 და 25 აგვისტოს Black Sea Arena-ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23 და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერდის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა „აიდასა” და „გალა-ზე” დასწრების მსურველთათვის თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და Black Sea Arena-ს ბაქანზე გაჩერდება.
​მატარებელი შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

ამასთანავე, “საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები Black Sea Arena-ს ბაქანზეც ექნებათ.
“​ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით, რომელსაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება, ასევე, ვებგვერდებზე (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!”, – ნათქვამია “საქართველოს რკინიგზის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები