ბათუმში, ღამის კლუბში მიღებული ინტოქსიკაციის შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა

ბათუმში, ერთ-ერთ ღამის კლუბში მიღებული ინტოქსიკაციის შედეგად, 22 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, კლი­ნი­კა­ში გუ­შინ, გამ­თე­ნი­ი­სას კიდევ ორი გოგოც შე­იყ­ვა­ნეს.
​ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების ფაქტი ბათუმის “მედცენტრში” დაადასტურეს. კლინიკაში ამბობენ, რომ ის კომატოზურ მდგომარეობაში დილის 05:05 საათზე მიიყვანეს, 12 საათის განმავლობაში იმყოფებოდა მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც, გულ-სისხლძარღვთა უკმარისობით გარდაიცვალა.
ბათუმის “მედცენტრში” ასევე აცხადებენ, რომ გარდაცვლილთან ერთად იმავე კლუბიდან მიყვანილ ორ გოგოს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ. ისინი მდგომარეობიდან გამოვიდნენ და საავადმყოფოდან გაწერეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები