„კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა „რუსთავი2“ დატოვეს 

„კურიერის“ მთავარი გამოშვების წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვეს. ამის შესახებ განცხადება მათ 9-საათიანი „კურიერის“ ეთერში გააკეთეს.
„გემშვიდობებით, შევხვდებით სხვა სივრცეში და სხვა არხზე. ქვეყნის გადარჩენისთვის ომი გრძელდება,“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა დიანა ჯოჯუა ტელემაყურებელს.
მასთან ერთად ტელეკომპანია დატოვა მიხეილ სესიაშვილმაც.​
ტელეწამყვანების მიერ არხიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, „კურიერის“ მთავარი საინფორმაციო გამოშვება დასრულდა.
დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და რამდენიმე თანამშრომელი გათავისუფლდნენ სამსახურიდან. მისივე თქმით, კიდევ რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება მათი შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ მოხდება. სალიას განცხადებით, გათავისუფლებულთა შორის იქნებიან გიორგი ლაფერაშვილი, გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და სხვა თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები