“პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას მისი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიხელმძღვანელეთ”

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად მიმდინარე წლის 8 ივლისიდან დაინიშნა.
როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობაზე დიმიტრი ლეჟავას დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე.
„დიმიტრი ლეჟავა არის საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დიმიტრი ლეჟავა 2019 წლის 8 ივლისიდან ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. მისი დანიშვნისას პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იხელმძღვანელა მისი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები