ზალკალიანი: გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი შეჩერებულია

საქართველოოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, სოფელ გუგუტიანთკარში ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი შეჩერებულია.
ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.
ზალკალიანმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული უკანონო პოლიტიკა.
მინისტრის თქმით, საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვისთანავე, სამინისტრომ დაუყოვნებლივ აამოქმედა ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი, ასევე, მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაცია და ინფორმირება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები