19-22 აგვისტოს მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე შეზღუდვები დაწესდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 125 კმ.-ზე, მდ. „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე, დაგეგმილია სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოება, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00სთ-დან 16:00სთ-მდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.