გუგუტიანთკარში დიპლომატები ჩავიდნენ

გუგუტიანთკარში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ჩავიდნენ. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ადგილზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილესთან ერთად იმყოფებიან. ისინი შექმნილ ვითარებას ადგილზე დეტალურად ეცნობიან.
არსებული ინფორმაციით, იგეგმება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის შეხვედრა ადგილობრივებთან.

ადგილზე სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების 20-ზე მეტი წარმომადგენელი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები