მოზარდებში დანაშაულის პრევენციის მიზნით, მართლწესრიგის ოფიცრები მათი სამოქმედო უბნის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრებს განაგრძობენ

მართლწესრიგის ოფიცრები 122, 126 -ე და 151-ე საჯარო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდნენ.
შს სამინისტროს ცნობით, მართლწესრიგის ოფიცრები მოსწავლეებს მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა და დანაშაულის პრევენციის შესახებ ესაუბრნენ. ოფიცრებმა მოსწავლეების მიერ დასმულ კითხვებს ამომწურავად უპასუხეს.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრის ფარგლებში, მართლწესრიგის ოფიცრები მოზარდებთან ერთად ილუზიების მუზეუმში იმყოფებოდნენ და მათ სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. მსგავსი სახის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები