„ახალშობილს მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“ – ოზურგეთში ქალმა სათხილეში იმშობიარა და ახალშობილი იქვე დატოვა

„მას მწერები და ჭიანჭველები ესეოდა“, – ამბობს ექიმი სათხილეში ნაპოვნი ბავშვის შესახებ, რომელიც დედამ მშობიარობისთანავე მიატოვა.
“რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთში მოხდა.
მათივე ინფორმაციით, ბავშვი მედიკოსებმა და პოლიციამ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალშობილს 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და, ამ წუთისთვის, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
31 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საშვილოსნოდან სისხლდენით შეიყვანა. მედიკოსებმა იეჭვეს, რომ ქალს მშობიარობის შემდგომი პერიოდი ჰქონდა, თუმცა ის ამას არ აღიარებდა, რის შემდეგაც მათ პოლიცია გამოიძახეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები