მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი ამოცანაა ისეთი ეკონომიკური მოდელის არსებობა, სადაც საქართველოს თითოეული მოქალაქე მიიღებს შემოსავალს და მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება

“ყოველი ასეთი პროექტი არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მივაღწიოთ მთავარ მიზანს – თანაბრად განვავითაროთ ჩვენი რეგიონები და ნაბიჯ-ნაბიჯ დავძლიოთ სიღარიბე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში თხილის მწარმოებელ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლების მთავარი ამოცანაა, ქვეყანაში არსებობდეს ისეთი ეკონომიკური მოდელი, სადაც საქართველოს თითოეული  მოქალაქე მიიღებს შემოსავალს და მისი პირობები დღითიდღე გაუმჯობესდება.

„ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საწარმოში, რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით აშენდა, პროგრამა ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში. ეს არის ყველაზე თანამედროვე და ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საწარმო და ძალიან მიხარია, რომ ჩვენ სამეგრელოში გვაქვს მსგავსი ტიპისა და  დონის თხილის საწარმო. ეს საწარმო არის მაგალითი იმისა, თუ როგორი მასშტაბური პოტენციალი გვაქვს ჩვენ სამეგრელოში. სამეგრელოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ძალიან მძიმე გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, თუმცა ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძელით, ფაქტობრივად, შეუძლებელი და მიმდინარე წლის თხილის მოსავალი არის იმაზე მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტ ადამიანსაც კი არ წარმოედგინა, თუნდაც, რამდენიმე თვის წინ. ეს არის ჩვენი ერთობლივი შრომის შედეგი”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები