კარლო კოპალიანი: “ნაცხელისუფლების” მოღალატეობრივ ტვინში მოიხარშა და მოსკოვის დერეფნებში დამტკიცდა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა საქართველოს წინააღმდეგ

„ნაცხელისუფლების” მოღალატეობრივ ტვინში მოიხარშა და მოსკოვის დერეფნებში დამტკიცდა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა საქართველოს წინააღმდეგ”, – ამის შესახებ პარლამენტარმა კარლო კოპალიანმა აგვისტოს ომზე „იმედზე” გასული ფილმის თაობაზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი საკუთარი ხალხის თვალში ერთი ჩვეულებრივი ქურდი იყო, რომელმაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ხალხს!
„2008 წელს “ნაცხელისუფლება” იყო აბსოლუტურად გაკოტრებული როგორც საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ისე – ქვეყნის შიგნით. პრეზიდენტის არჩევნების მოპარვის შემდეგ სააკაშვილი საკუთარი ხალხის თვალში ერთი ჩვეულებრივი ქურდი იყო, რომელმაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა საკუთარ ხალხს!
მას ჰაერივით სჭირდებოდა მაშველი რგოლი და “ნაცხელისუფლების” მოღალატეობრივ ტვინში მოიხარშა და მოსკოვის დერეფნებში დამტკიცდა სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურა საქართველოს წინააღმდეგ, რასაც ამაგრებდა მათ მიერ ღიად დეკლარირებული მითი რუსეთის კეთილშობილებაზე, პუტინის სიკეთით სავსე თვალებზე (სააკაშვილი), ყველაფრის სეპარატისტებზე გადაბრალებით და ა.შ. რის გამოც მივიღეთ ომის ესკალაცია საკუთარ ტერიტორიაზე, მიტოვებული და 280 დაღუპული მშვიდობიანი მცხოვრებნი, გადამწვარი და მიწასთან გასწორებული მრავალსაუკუნოვანი ქართული სოფლები, მიტოვებული ჯარი, კურდღელივით გაქცეული, კუშნერისა და მთელი მსოფლიოს წინაშე შერცხვენილი, ჩასვრილი მთავარსარდალი და დღე-ნახევარში გამოცხადებული კაპიტულაცია! ყველაფერი წინასწარ გაწერილი და უდიდესი სიზუსტით შესრულებული! საქართველომ მიიღო დანგრეული სამხედრო ინფრასტრუქტურა, მილიარდობით ქონება ჩამოწერეს (ცნობილი თეზაა – ომი ყველაფერს ჩამოწერს!). ერთ დღეში გამილიონერებული მინისტრები, დახოცილი ქართველები, 10 ათასობით ლტოლვილი და ამოსუნთქული ხელისუფლება. შემდეგ იყო ყველაზე საზიზღარი ხერხებით სიმართლის დამალვა. მათ იცოდნენ, რამხელა უპატიებელი დანაშაული ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე, ყველაფერს ტაბუ დაადეს და თვითონ უპირველესი მოღალატეები სხვას აწერდნენ თავიანთ დანაშაულს და სამშობლოს მოღალატეებად აცხადებდნენ.
ის, რაც სააკაშვილმა და “ნაცხელისუფლებამ” ჩაიდინეს, არის ქვეყნის ღალატი”, – აცხადებს კოპალიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები