ზაზა გაბუნია: უპასუხისმგებლო ოპოზიციურმა ძალებმა უკიდურესად მავნებლური ქმედებებით ტურიზმის სფერო დააზიანეს

20-21 ივნისის შემდეგ განვითარებულმა მოვლენებმა ტურიზმის სექტორი მნიშვნელოვნად დააზიანა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ზაზა გაბუნიმ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ამის მიზეზი იყო გარკვეული ოპოზიციური ძალების ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ანტისახელმწიფოებრივი, დესტაბილიზაციური ფონის შექმნას.

„20-21 ივნისის შემდეგ, მას შემდეგ, რაც უპასუხისმგებლო ოპოზიციურმა ძალებმა საკუთარი, უკიდურესად მავნებლური ქმედებებით, რომლებიც მიზნად ისახავდა ანტისახელმწიფოებრივი, დესტაბილიზაციური ფონის შექმნას, რა თქმა უნდა, დააზიანა ტურიზმის სფერო და დღეს, იმის ნაცვლად, რომ ვსაუბრობდეთ რეკორდულ შემოსავლებზე ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, სამწუხაროდ, გვიწევს უპასუხისმგებლო, მავნებლური ოპოზიციური ძალების ქმედებების შედეგად გამოწვეული ზიანის აღმოფხვრაზე მუშაობა” – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მეორე კვარტლის უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 13 პროცენტითაა გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა.

„საქსტატის” მიხედვით, მიმდინარე წლის ივნისის ბოლომდე ქვეყანამ ტურიზმიდან 95 მლნ აშშ დოლარით მეტი მიიღო, რაც 7%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე, თუმცა, 2019 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ტურიზმის სექტორმა ეკონომიკაში თითქმის 60 მლნ აშშ დოლარით ნაკლები შემოსავალი შეიტანა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები